პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში მოხდა წინასწარ განზრახული გეგმა იყო,
რომელსაც საზოგადოება შოკში მიმდინარე კვირას უნდა ჩაეგდო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ ეს გეგმები ადრევე აღმოაჩინა და იმ ხალხის გამოვლენა დაიწყო, ვინც მსგავს სიბინძურეს აკეთებდა.
„მათ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი საზოგადოების ჩოქმბჯენში ჩაყენება უნდოდათ, მაგრამ ილეთი უკან შეუბრუნდებათ. მე თუ გუშინდელი ზუგდიდის შემდეგ რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი, მაგრამ ვუყურებ ამ გრძელ ქუჩას და ბოლო არ უჩანს. ეს კი იმათ დასანახად, ვინც ეს სცენარები დაწერა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მარშს თავისუფლებისა და ერთიანობისკენ ვერანაირი ხრიკები, ვერანაირი ჩრდილოეთიდან შემოსული კორუმპირებული, კანონიერი ქურდების და მაფიოზური ფული ვერ შეაჩერებს.
სააკაშვილის განცხადებით, გუშინ იყო შეხვედრა ზუგდიდსა და სამეგრელოში, დღეს კახეთსა და გურჯაანში. ყველაფრის გვირგვინი კი, თბილისი იქნება, რომლის დროსაც ყველა დაინახავს, რომ საქართველო არ გაჩერებულა და არ მოდუნებულა.
