პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
12:27 05.03.2012
საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით 6-7 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა.

დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.

ნინო კალანდაძის თქმით, პრეზიდენტი აზერბაიჯანში თავის კოლეგას შეხვდება. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები აზრებაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთნ.

მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში სიტყვითაც გამოვა, გაფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიც.

როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, საქართველოს მხრიდან დელეგაცია დარგობრივი მინისტრებით დაკომპლექტდება.

კალანდაძის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები არსებობს. ვიზიტის ფარგლებში კი - საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება.

ბეჭდვა