რატი ბრეგაძე კელი დეგნანს შეხვდა
რატი ბრეგაძე კელი დეგნანს შეხვდა
18:17 23.06.2021
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა. რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.
ბეჭდვა