საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს
23:06 21.06.2021
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი".

ნიკა მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა.

კომიტეტმა პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
ბეჭდვა