კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკო-ს სავარაუდო გადაწყვეტილებას აპროტესტებს,
რომლის თანახმადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, 1 ოქტომბერს მასმედიისა და დამკვირვებელო ორგანიზაციებისათვის გარკვეული შეზღუდევების დაწესებას გეგმავს.
კოალიციის ცნობით, მასმედიის საშუალებებს, საარჩევნო უბანზე, მხოლოდ 5 წუთიანი გადაღების უფლება მიეცემათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის უფლებას თავმჯდომარე მიცემს. სადამკვირვებლო ორგანიზაციები კი, საარჩევნო უბნებზე საერთოდ ვერ განახორციელებენ ფოტო და ვიდეო გადაღებას.
აღნიშნულს დრაკონულ ნორმებად აფასებს კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“.
„თუ ცესკო-ს მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეს კოლიზიაში მოვა არჩევნების დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარების სტანდარტებთან და შეამცირებს არჩევნების ობიექტურად ჩატარების სანდოობას“ - აცხადებენ კოალიციაში.
