ივანიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აფასებს
ივანიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აფასებს
12:13 05.03.2012
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას თავისი ძალადობრივი იდეოლოგია გამოამჟღავნა.  ამის შესახებ ბიზნესმენმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
"როცა პარლამენტში ოპოზიციონერებმა სააკაშილს მწვავე შეკითხვები დაუსვევს, იმის მაგივრად რომ პასუხი გაეცა, მან პარლამენტშივე აჩვენა მზაობა თავისი ძალადობრივი იდეოლოგიისთვის, თავი ვერ შეიკავა და ლამის იქვე მოინდომა ოპოზიციონერი დეპუტატის დასჯა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოასწრო იმის გაფიქრება, რომ მოცემულ მომენტში მას ამის ძალაუფლება არ ჰქონდა და სწორედ ამან შეაჩერა.
ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან ერთად, ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა.

ბეჭდვა