„ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს არჩევნებიდან საკუთარი პარტიების მოხსნისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა არჩევნებიდან თავისი პარტიები უნდა მოხსნან და ქვეყანას ძალადობისა და მოსყიდვის გარეშე ისტორიული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ.
„თანდათან, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი რწმუნდება, რომ ჩვენი სამშობლოს დაპატრონებას კვლავ ცდილობს ორი ბინძური ძალა, რისთვისაც ერთი ცოცხით აუპატიურებს ადამიანებს, ხოლო მეორე სისხლიანი დოლარებით. მოვუწოდებთ სიამის ტყუპ სააკაშვილ-ივანიშვილს, მოხსნან არჩევნებიდან თავისი სამარცხვინო პარტიები“- განაცხადა შატბერაშვილმა.
