საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 26 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმარი ქუთაისის აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
ასევე, დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
კალანდაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მორიგი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების გზაზე.
