კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის შტაბის უფროსის მოადგილეს ბუბა დვალს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მას წუხელ სახლის სადარბაზოსთან უცნობი პირები დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ბუბა დვალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი წუხელვე რეანიმობილით საავადმყოფოში გადაიყავანეს.
დვალს ოპერაცია უკვე გაუკეთეს, თუმცა, ჯერ უცნობია აღუდგება თუ არა მას მხედველობა.
