პრემიერი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: არ არის საინტერესო მისი განცხადება, ჩემთვის მთავარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის 2 დღეში
პრემიერი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: არ არის საინტერესო მისი განცხადება, ჩემთვის მთავარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის 2 დღეში
17:08 09.06.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის საინტერესო არ არის.

„არ არის საინტერესო ჟიგიმანტასის განცხადება, ჩემთვის მთავარია ის, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის 2 დღეში საქართველოში, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიეტუვასთან და ასე გავაგრძელებთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ბეჭდვა