კოალიცია „ქართული ოცნება“ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნებას ემიჯნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია იმისა, რომ ერთ სიბრტყეზე დარჩეს დანაშაული და მისი გამომზეურების მეთოდიკა.
ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ემიჯნება ამ ფაქტებს და პასუხისმგებლობას არ იღებს და „ვერც აიღებს ვიდეო მასალის გამოქვეყნებაზე“.
„ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხსიმგებლობას იმაზე თუ როდის გამოაქვეყნებდა ციხის ყოფილი თანამშრომელი მის მიერ გადაღებულ კადრებს. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ ყოველივესთან არანაირ კავშირში არ არის. მითუმეტეს, რომ 2011 წლის მაისში, როდესაც გადაღებულია ეს ვიდეო მასალა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საერთოდ არ იყო“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
