ეკა ზღულაძის განცხადებით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შსს-ს პრიორიტეტია
ეკა ზღულაძის განცხადებით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შსს-ს პრიორიტეტია
10:15 24.09.2012
შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი მოახლოებული არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის შეხვედრები გაიმართა და მათი სრული უმრავლესობა მშვიდ გარემოში ჩატარდა. ეს არის როგორც პოლიციის, ისე საზოგადოების დიდი დამსახურება და ასე გაგრძელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“ -განაცხადა ზღულაძემ.

ზღულაძემ სასჯელაღსრულების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც პოლიციამ შეძლო არსებული პრობლემების მოგვარება, სასჯელაღსრულების სისტემაც დაძლევს პრობლემებს.

ბეჭდვა