„ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკურ პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკურ პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
09:06 24.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზეტაცია და განხილვა დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება .

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, ISET–ის კვლევითი ინტიტუტის, ლიბერალური აკადემია თბილისისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მეხუთე პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია იქნება.

უკვე შედგა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი მემარჯვენეების“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პროგრამების პრეზენტაცია.

უახლოეს მომავალში „ლეიბორისტული პარტიის“ ეკონომიკურ პროგრამასაც განიხილავენ.

ბეჭდვა