ბოკერიას მოსკოვში ვიზიტზე ინფორმაციას უშიშროების საბჭოში უარყოფენ
ბოკერიას მოსკოვში ვიზიტზე ინფორმაციას უშიშროების საბჭოში უარყოფენ
21:20 23.09.2012
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელ „Facebook“-ში გავრცელებულ ინფორმაციას  იმის შესახებ, თითქოს საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსკოვში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. ბოკერია თბილისში იმყოფება“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში.

ბეჭდვა