მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას ლაზიკას ფეხზე დადგომამდე არ აპირებს
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას ლაზიკას ფეხზე დადგომამდე არ აპირებს
20:28 23.09.2012
მიხელ სააკაშვილი არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას მანამ, სანამ ლაზიკა არ გახდება ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი  შავიზღვისპირეთში - ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ზუგდიდში მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ შევარდნაძის და აბაშიძის რეჟიმი სჯობდა დღევანდელ მთავრობას.

მისი თქმით, მავანს ქვეყნის შს მინისტრის პოსტზე ეკატერინე ზღულაძის ნაცვალდ პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დანიშვნას გეგმავს.

„ადამიანის მთავარი ისნტიქტია გათავისუფლდეს შიშისგან და ძალადობისგან. ჩვენ დავამარცხეთ კრიმინალი და ბოლომდე დავამარცხებთ ძალადობას. ვერასდროს „მხედრიონი“ ვეღარ დაბრუნდება, ვერასდროს კანონერი ქურდები ვეღარ დაბრუნდებიან, ვეღარ დაბრუნდება ძალადობა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდნეტი მიიჩნევს, რომ ყველა სისტემაში შეიძლება იყოს ნაკლი, თუმცა, მთავარია როგორი რეაქცია მოყვება ამ ნაკლოვანებას.

მისი თქმით, პატიმრების წამების ფაქტების წინასაარჩევნოდ გასაჯაროვება იყო „დიდი ხნის შეთქმულება და დიდი ხნის წინ მოწყობილი პროვოკაცია“.


ბეჭდვა