ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ საქართველოში ძალადობა სულ რაღაც 7 თვეში დასრულდება.
კოალიცია "ქართლი ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მან დღეს ქართულ პოლიციას მოუწოდა, ნუ გახდებიან მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი.
"მოვუწოდებ ყველა პოლიციის თანამშრომელს, თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან. ჩვენ დავინახეთ, როგორ გახდა რიგითი მოქალაქე პლიციის თანამშრომლების უკანაონო ქმედებების მსხვერპლი. ნუ გგონიათ, რომ ეს ძალადობა დიდხანს გაგრძელდება. პირობას გაძლევთ, რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც 7 თვეში დასრულდება" - განაცხადა ივანიშვილმა.
ამ განცხადებით ივანიშვილი, ხაშურში, ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, არსებული ძალადობრივი სისტემა მალე დაიმსხვრევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ემსახურება, სასტიკად დაისჯება და ნებისმიერი უკანონო საქციელისთვის პასუხს აგებს.
