პრეზიდენტი ზუგდიდში ამომრჩევლებს ხვდება
პრეზიდენტი ზუგდიდში ამომრჩევლებს ხვდება
17:50 23.09.2012
ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა უკვე დაიწყო.

პრეზიდენტი მხარდამჭერებს მიმართავს და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ლაზიკას მშენებლობაზე ესაუბრება.

მისი თქმით, ქართველი ერი გენიალური და მშენებელი ერია, რომელიც არასოდეს უშვებდა ნგრევას. ამასთან, მისი თქმით, ნგრევის პერიოდი საქართველოში მხოლოდ 90-იანი წლებში იყო, რომელსაც 2003 წელს სამეგრელოდან დაესვა წერტილი.

შეხვედრას გარდა პრეზიდენტისა, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებიან.

ბეჭდვა