არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში
16:41 27.05.2021
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას , ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

"ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა 8 მარტის და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში. ისეთი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების დროს, რომელიც საქართველომ გაატარა, პოლიტიკური დიალოგის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო"-განაცხადა ფორუმზე არჩილ თალაკვაძემ.
ბეჭდვა