საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ქურდების და კრიმინალების დრო აღარ დაბრუნდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა, მან შეიტყო, რომ რამდენიმე დღის წინ პირველად, ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში აკურთხეს კანონიერი ქურდი.
„გავიგე, რომ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენი დრო მოდისო, დაიწყეს კონკრეტული მუქარების გაგზავნა, კონკრეტული თანამდებობების გადანაწილება“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს საქართველოში ერთხელ უკვე იყო და ამას ერქვა „მხედრიონი“.
„ციხის სარკმელიდან ისმოდა, რომ მალე მოვლენ ჩვენები და 2 ოქტომბერი ჩვენი დღეა. მათიანები ვერ მოვლენ და 2 ოქტომბერი კრიმინალების დღე ვერ იქნება“ - სააკაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა, „ბევრი ფული გვაქვს, დაიმაგრეთ ვიდეო კამერები, პროვოკაციაზე წამოაგეთ ყველა და არჩევნები მოვიგოთო“.
