არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
14:57 26.05.2021
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

"გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით", - აღნიშნულია მილოცვაში.


ბეჭდვა