დადგა დრო ყველაფერი ითქვას, რაც არის და როგორც არის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში
ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მას გასაგები მიზეზების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში, საარჩევნო კამპანია შეწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფრის თქმის დროა.
მან ბათუმელებს ახალი ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტით საქართველო იამაყებს.
მისი თქმით, საქართველო გაჭირვებიდან მხოლოდ მეტი განვითარებით, მეტი განათლებით, ხალხის დასაქმებით და ახალი შესაძლებლობების შექმნით ამოვა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ისევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლება, რასაც იწყებს იმას აუცილებლად ასრულებს.
„პირობას გაძლევთ, ბათუმში მაქსიმუმ 18 თვეში ე.წ ბარაკების პრობლემა გადაწყდება. ყველა ვინც ბარაკებში ცხოვრობს, სახლებში იცხოვრებს“ - განაცხადა მან.
