ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რეპერმა ბერა ივანიშვილმა კონცერტები გააუქმა. ამის შესახებ რეპერი დღეს სოციალურ ქსელის
Facebook-ის მეშვეობით იტყობინება.
მისი თქმით, ყველას, ვისაც ადამიანობაზე აქვს პრეტენზია დღეს შოკშია.
„ეს არ არის უბრალოდ ბოროტმოქმედება, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. როცა ადამიანებს საქართველოს ციხეებში აწამებენ, მაშინ დარდის და მოქმედების დროა და არა კონცერტის“ - აღნიშნულია რეპერის ე.წ პოსტში.
მისი თქმით, მას სირცხვილი და აღშფოთება არ აძლევს სიმღერის საშუალებას, და შესაბამისად, გააუქმა გუშინდელი კონცერტი ზუგდიდში და თბილისის კონცერტი, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო.
მომღერალი ასევე აღნიშნავს, რომ როცა დრო მოვა, ის თავის დანაპირებს შეასრულებს.
