საზოგადოება ამ დღეებში გაიგებს ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს თავისი წესრიგის დამყარებას. ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ისნის რაიონის მოსახლოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მერაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრაზე საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დიდი გაკვეთილია.
„მე მიხარია ერთი რამ - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და მე მგონია, ხელისუფლების ადეკვატური რეაქციაც. შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომ ჩვენ აღარ შევეგუებით საქართველოს უკან დაბრუნებას“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ უკან დაბრუნებას და უახლოეს დღეებში, ყველა გაიგებს ვინ და როგორ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას.
