დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილის განცხადებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილის განცხადებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
11:24 23.09.2012
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შსს-ს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს წუხელ  ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებულები განმარტავენ, რომ მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდეგ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც დაკავებულებს მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

„დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ“ - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს გავცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა შსს-დან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი პოლიციამ გუშინ ელბაქიძის ქუჩაზე დააკავა.




ბეჭდვა