კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19:02 19.05.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა , ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ნატოს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ.
ბეჭდვა