ივანიშვილი აფხაზებს გალის მშვიდობის რეგიონად გამოცხადებას სთავაზობს
ივანიშვილი აფხაზებს გალის მშვიდობის რეგიონად გამოცხადებას სთავაზობს
20:01 22.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს გალის მშვიდობის რეგიონად გამოცხადებას სთავაზობს. ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ამ გზით გალი ქართველებისა და აფხაზების დამაკავშირებელი ხიდი გახდება.

„ჩვენი გუნდი არასდროს დაუშვებს პროვოკაციებს და არ გამოიყენებს გალის მოსახლეობას აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა“-განაცხადა მან.

ამასთან, მისივე თქმით, კოალიცია აფხაზეთს ჰპირდება, რომ რკინიგზისა და საავტომობილო ტრასის აღდგენაზეც იფიქრებს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტრასა ქართველებს და აფხაზებს გზას რუსული ბაზრისკენ გაუხსნის.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, ქართველებს და აფხაზებს საუკუნეების განმავლობაში ძმური ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთთან მრავალი ტრადიცია აკავშირებდათ, ამიტომ დროა, წარსული დაპირისპრება დაივიწყონ და ურთიერთობები აღადგინონ.


ბეჭდვა