სააკაშვილი - ჩვენი ამოცანა არაა, რომ ქვეყანაში რაც შევქმენით თამაზაშვილებს, ხაინდრავებს, გუბაზებს და კუკავებს გადაეცეთ
სააკაშვილი - ჩვენი ამოცანა არაა, რომ ქვეყანაში რაც შევქმენით თამაზაშვილებს, ხაინდრავებს, გუბაზებს და კუკავებს გადაეცეთ
19:29 22.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა არაა, რომ ყველაფერი, რაც ქვეყანაში შეიქმნა თამაზაშვილებს, ხაინდრავებს, გუბაზებს და კუკავებს გადაეცეთ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სხვა მხარეები წარსულში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ამის პასუხად ყოველდღე ახალი შენობები იხსნება.

„ჩვენი ამოცანა არაა, რომ ყველაფერი ის, რაც შევქმენით, იმ მუმიებს - თამაზაშვილებს და ხაინდრავებს და ძმათა მათთა - გუბაზებს და კუკავებს გადაეცეთ, რომლებიც საქართველოს წარსულში დააბრუნებენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა საქართველო გადასცეს იმ ახალგაზრდობას, რომლებიც დამოუკიდებლობასთან ერთად გაიზარდნენ და ქვეყნის თავისუფლებას არ დათმობენ.


ბეჭდვა