სააკაშვილი - იყო განცდა რევანშის აღების და ციხის ბუნტის, ეს სქემა კარგად ვიცით და ყველას გავაცნობთ
სააკაშვილი - იყო განცდა რევანშის აღების და ციხის ბუნტის, ეს სქემა კარგად ვიცით და ყველას გავაცნობთ
19:10 22.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მოვლენები, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში განვითარდა, წინასწარ  მოფიქრებული სქემა იყო, რასაც საზოგადოება აუცილებლად გაეცნობა.

მისი თქმით, აღნიშნული მოვლენებით ზოგიერთი არჩევნების ჩაშლას შეეცადა.

„ბოლო დღეებში, როცა ყველა დამწუხრებული და გაბრაზებულია, არა მხოლოდ ციხეების საკნებიდან გამოძახილი, არამედ ქუჩებშიც ვიღაცეებს გაუჩნდათ განცდა - ახლა დგება ჩვენი მომენტიო. ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გაწერილი. ეს უნდა წამოეწყოთ არა 17 სექტემბერს, არამედ 24-ში, რადგან ხალხი სამართლიანად გაბრაზდებოდა და ჩვენ რეაგირებისთვის დროც აღარ დაგვრჩებოდა“ - განაცხადა სააკშვილმა და დასძინა, რომ ეს მათი გეგმა იყო.

მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, ამის შემდეგ ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები ჩაშლილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ მათი გრაფიკი ერთი კვირით შეცვალა.

სააკაშვილის განცხადებით, იყო განცდა ოფისებში შევარდნის, რევანშის აღების და ციხის ბუნტის.

„ჩვენ ეს სქემა კარგად ვიცით და ყველას გავაცნობთ. არც ერთი იქნება და არც მეორე და არც მესამე. ჩვენ წინ წავალთ. გიორგი ტუღუშთან ერთად სასჯელაღსრულების სისტემის შექმნას დავიწყებთ და ათჯერ უფრო უკეთეს სისტემას შევქმნით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.


ბეჭდვა