ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, აქციები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან გაიმართება
ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, აქციები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან გაიმართება
19:02 22.09.2012
მწერალი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, რომ ხვალიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან აქციები პერმანენტულად გაიმართება.

ამის შესახებ კაკაბაძემ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება აქციებით მხარდაჭერას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, განსასჯელის სკამზე უნდა დასხდნენ ძმები ახალაიები და ყველა ის პირები, რომლებიც პატიმართა წამებაში რაიმე ფორმით იღებდნენ მონაწილეობას. ბოლომდე ვიდგებით ამ რეჟიმის წინააღდმეგ არაძალადობრივი მეთოდებით, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნებამდე სიმშვიდე შევინარჩუნოთ“ - განაცხადა კაკაბაძემ.

ფილარმონიასთან აქცია 17:00 საათიდან დაიწყო და მისი მონაწილეები პატიმართა წამებას აპროტესტებენ.



ბეჭდვა