ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ მან ბადრაგისგან პატიმართა წამების შესახებ დოკუმენტაცია მიიღო
ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ მან ბადრაგისგან პატიმართა წამების შესახებ დოკუმენტაცია მიიღო
18:20 22.09.2012
მოძრაობა „არას“ ლიდერი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ ბადრაგებისგან მან პატიმართა წამების ფაქტების შესახებ მრავალგვერდიანი დოკუმენტაცია მიიღო.

როგორც ჩიტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დოკუმენტია მოიცავს 2006-2011 წლებს. მისივე თქმით, ამ დოკუმენტაციაში სრულად არის ასახული პატიმართა ცემის ფაქტები.

„მე მივიღე მრავალგვერდიანი დოკუმენტაცია პატიმართა წამების შესახებ. ეს დოკუმენტაცია მუშავდება, რის შემდეგაც ამის შესახებ მედია და საზოგადოება შეიტყობს“ - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.

ფილარმონიასთან პატიმრების სოლიდარობის აქციაზე რიგითი მოქალაქეები, პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები იმყოფებიან.



ბეჭდვა