სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
20:54 12.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ბეჭდვა