ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში დროებით მოვიდა
ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში დროებით მოვიდა
17:44 22.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დროებით მოვიდა, რათა მოძალადე ხელისუფლება გაისტუმროს.

როგორც ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა,
მისი სურვილია, მთელი დარჩენილი ცხოვრება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას დაუთმოს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ძალიან სწრაფად გაატარებს ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ტიპის რეფორმებს, თუმცა, ევროპის მსგავსი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდება.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორმა გამოღვიძება უკვე დაიწყო. ამის მაგალითად მან რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი დაასახელა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გვერდით დაუდგა 12 პოლიციელს, რომელიც სამსახურიდან ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობის გამო გაუშვეს.

როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, ეს სოციალური სოლიდარობის ნათელი მაგალითია.



ბეჭდვა