ივანიშვილი - ქურდული სამყარო კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა
ივანიშვილი - ქურდული სამყარო კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა
17:00 22.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში ქურდული სამყარო კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პრობაციონერებს და მათ ახლობლებს თავის სამსახურში ჩააყენებს.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები დასრულდება და ასეთი რამ აღარ მოხდება.

„ბოლო დროს რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლეს, რათა არჩევნების გაყალბებაში გამოიყენონ. განა მათ არ ესმით, რომ ხელისუფლებასთნ თანამშრომლობა პირველ რიგში მათი ღალატია, ვინც პატიმრობაში დარჩა და ციხეებში იტანჯება?“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პრობაციონერებს მიმართა, რომ ნურაფრის შეეშინდებათ, რადგან ამ ხელისუფლების დრო წასულია.

მისივე თქმით, ბევრ პრობაციონერს სასჯელი უნდა მოეხსნას და მათ სამართლიანი სასამართლო გაათავისუფლებს.

„ახლა აქ არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს და არც უფლებადამცველს აქვს რაიმე გავლენა“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ 1 ოქტომბრის შემდეგ არსებულ სიტუაციას შეცვლის.

ბეჭდვა