ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
16:37 22.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნებს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა იქნება, წალენჯიხაში კენჭს გიორგი ნაჭყებია იყრის, აბაშაში „ქართული ოცნების“ სახელით სადეპუტატო მანდატისთვის ირაკლი საბულუა იბრძოლებს, სენაკში მწერალი გურამ ოდიშარიაა წარდგენილი, ფოთში - ეკა ბესელია, ჩხოროწყუში - ლევან იზორია, ხობში - გიგა ბუკია, ხოლო ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაა.

ივანიშვილმა თითოეულ მაჟორიტარ კანდიდატსა და მათ დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარი რაიონის ინტერესებს საკანონმდებლო ორგანოში ღირსეულად დაიცავენ.



ბეჭდვა