ზუგდიდში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო. ამ წუთებში მოსახლეობას ბლოკის ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავს.
როგორც ივანიშვილი აცხადებს, ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირების განსახიერება - ზუგდიდის ციხე.
„ეს ციხე ნესტიანია და ბინძური. იქ ადამიანებს აწამებენ. ეს ციხე თითქოს იმისთვის დგას, რომ ვინც გაბედავს და სააკაშვილის რეჟიმს და აქაურობაზე გაბატონებულ ერთ - ახალაიების ოჯახს დაუპირისპირდება, ახსოვდეს, რომ მასში მოხვდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებს ამ ციხეში მოხვედრის საბაბი მოუძებნონ რაიმე შარს მოსდებენ ხოლმე, რადგან „დასავლეთის დასანახად არ აწყობთ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდეთ“.
ივანიშვილის თქმით, არსებული ხელისუფლების აღარც დასავლეთს და აღარც არავის სჯერა.
