„ქართულმა დასმა“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 72 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები მოხსნა
„ქართულმა დასმა“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 72 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები მოხსნა
15:42 22.09.2012
პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული დასი“ 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72 ოლქში დეპუტატობის კანდიდატები კოალიცია  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.

ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული დასის“ ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში იგი თავად იქნება.

„ჩვენ გვინდა კონკურენცია გამოვრიცხოთ ოპოზიციაში და 72 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს ვხსნით. მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არჩევნებში მათ მხარი კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭირონ“ - განაცხადა ბაღათურიამ.

ბეჭდვა