საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობა უკვე იკრიბება.
აქციას შეუერთდა თბილისიდან და სენაკიდან მიმავალი კოლონები. დასრულებულია სცენის მონტაჟი, საიდანაც ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
„დღეს მთელი საქართველო ნახავს თუ როგორი მხარდაჭერა ექნება სამეგრელოს მოსახლეობისგან „ქართული ოცნების“ ლიდერს. ის მითი, რომ სამეგრელოს ახალაიები მართავენ, დღეს საბოლოოდ დასრულდება. მეგრელები ძალიან ღირსეულად წარმოაჩენენ დღეს ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ.
ამ დროისთვის გადაკეტილია გზა და შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.
