„ნაცმოძრაობის“ ხონის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა
„ნაცმოძრაობის“ ხონის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა
13:07 22.09.2012
„ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხონის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრას დაესწრნენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მმართველი პარტიის რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადეს.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი შეხვედრაზე პროტესტმა მიიყვანა, რომელიც პატიმრების მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამოიწვია.

„ეს დანაშული არ შეესაბამება და შეუქცევადია დემოკრატიასთან, ადამიანობასთან და ჰუმანურობასთან. აქედან გამომდინარე, ვემიჯნებით ამ დანაშაულს და ვდგებით ხალხთან, რათა უკეთესი საქართველოსთვის ერთად ვიბრძოლოთ“ - განაცხადეს მათ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, აღნიშნული ახალგაზრდების მსგავსად, მთელი საქართველო უნდა გაეთიანდეს, რადგან ქვეყანას დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს.


ბეჭდვა