დავით ბაქრაძე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ დირექტორს წარადგენს
დავით ბაქრაძე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ დირექტორს წარადგენს
11:21 05.03.2012
პარლმანეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ გენერალურ დირექტორს წარადგენს.

ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელიც ამ თანამდებობაზე დავით ბაქრაძის ბრძანებით დაინიშნა.

28 წლის გიორგი კეკელიძე 2001-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც კლასიკური ლიტერატურის თემაზე ლექციებს კითხულობს.

სხვადასხვა პერიოდში გიორგი კეკელიძე ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა, მათ შორის - რადიოსა და ჟურნალებში.
ბაქრაძე კეკელიძეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დღეს 13.00 საათზე წარუდგენს.

ბეჭდვა