ფილარმონიის წინ მიმდინარე აქცია მალე დასრულდება.
როგორც აქციის ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, დღევანდელი აქცია რამდენიმე წუთში დასრულდება და ხვალ ისევ განახლდება.
მისი თქმით, აუცილებელია ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და არჩევნები მშვიდად ჩატარდეს.
ცაგურია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროვოკაციებს არ აყვნენ.
ფილარმონიის მახლობლად პოლიციაა მობილიზებული. ისინი სატრანსპორტო მოძრაობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფენ. აქციის მონაწილეებს გზა გადაკეტილი ჰქონდათ და მას შემდეგ გახსნეს, რაც საპატრულო პოლიციამ მოუწოდა.
ფილარმონიასთან მივიდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
