„ქართული ოცნება“ აქციას ხვალ ზუგდიდში გამართავს
„ქართული ოცნება“ აქციას ხვალ ზუგდიდში გამართავს
20:29 21.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ხვალ წინასაარჩევნო აქციას ზუგდიდში გამართავს.

აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის შენობასთან ჩატარდება.

„ქართული ოცნების“ რიგით მეთერთმეტე აქცია ზუგდიდში 16:00 საათზე დაიწყება.

დასკვნით მასშტაბურ ღონისძიებას კი, „ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს, თბილისში გამართავს.

ბეჭდვა