თბილისის ისუტიციის სახლის გახსნისას დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლის შენობა სრული ანტითეზაა წარსულის ინსტიტუტების და გლდანის მე-8 საპყრობილის სამარცხვინო წარსულის გადმონაშთის.
„ეს არის განსხვავება ძველსა და ახალს შორის. წარსულსა და საქართველოს მომავალს შორის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველა ჩავარდნისა, პროვოკაციისა თუ დაბრკოლებისა ხელისუფლება თავის დაპირებებს ასრულებს და საქართველოში წარსულის ვერც ერთი პრაქტიკა ფეხს ვერ მოიკიდებს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპატიმროში არსებულ პრობლემას საქართველოს ხელისუფლებამ ისე უპასუხა, როგორც 21-საუკუნის დემოკრატიულმა მთავრობამ.
„ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა ბოლომდე აღმოვფხვრა წარსულის გადმონაშთები, მარწუხები და ორგანიზებული დანაშაული“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთი ცდილობს, რომ ერთ საპყრობილეში მომხდარი ფაქტი განაზოგადოს და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ასეთი რამ ყველა საპყრობილეში ხდება.
„გვინდა უკან დავბრუნდეთ და გლდანის მე-8 საპყრობილის კარანტინის განყოფილებად ვაქციოთ საქართველო? ეს არის არჩევანი?“ - განაცხადა სააკაშვილმა.
