გია ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის სურვილია, დაძაბულობა პიკის დონემდე მიიყვანონ
გია ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის სურვილია, დაძაბულობა პიკის დონემდე მიიყვანონ
14:34 13.04.2021
პარლამენტის ვიცე სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვადამდელი არჩევნები არ აინტერესებთ, მათ დაძაბულობის პიკის დონემდე მიყვანის სურვილი ამოძრავებთ.

„ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი არჩევნები. ეს არის სურვილი, როგორმე დაძაბულობა პიკის დონემდე მიიყვანონ და შემდეგ უკვე დესტრუქციული პროცესები განავითარონ“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



ბეჭდვა