იუსტიციის სახლთან აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
იუსტიციის სახლთან აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
19:22 21.09.2012
თბილისის იუსტიციის სახლთან რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილარმონიიდან იუსტიციის მიმართულებით დაძრულმა აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს შესვლის საშულება არ მისცა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა. ამის მიუხედავად, რამდენიმე მონაწილემ მაინც მოახერხა ტერიტორიაზე შეღწევა, მაგრამ პატრულმა გამოიყვანა.

აქციის მონაწილეების ნაწილმა მსუბუქი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის ათონელის ქუჩაზე რჩებიან, პოლიციას კი, მიმდებარე ტერიტორია ისევ ჩაკეტილი აქვს.

ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე იუსტიციის სახლი პრეზიდენტმა გახსნა და მთავრობის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. აქციის მონაწილეებს სწორედ პრეზიდენტთან ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვა, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

ბეჭდვა