ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება
18:17 21.09.2012
ფილარმონიასთან პატიმრების მიმართ განხორციელებული ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილე უფლებადამცველები შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას დაპატიმრებასთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს მოითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, ციხეების მონიტორინგის კომისია დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას და მასში საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები უნდა შევიდნენ.

„აღნიშნულ კომისიაში ყველა ის ადამიანი უნდა შევიდეს, ვინც სასჯელაღსრულების სისტემას წლების განმავლობაში აკრიტიკებდა“-აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

რაც შეეხება პატრიარქის მოწოდებას სიმშვიდის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ცაგურიას განცხადებით, მოწოდების ადრესატი უფრო ხელისუფლებაა, რადგან ის სიტუაციას ყოველდღიურად ძაბავს.

ცაგურიას თქმით, პატრიარქის მოწოდება პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რადგან საპროტესტო აქცია ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიმდინარეობს.

უფლებადამცველმა აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდად გამოხატვისა და აქციებსა და ლექსიკაში „ცოცხების“ გამოყენებისგან თავშეკავება ურჩია.

ცაგურიას თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.



ბეჭდვა