ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა
ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა
15:55 21.09.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს მოწოდება ივანიშვილმა ხონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, ის, რაც ბოლო დღეებში გავრცელებული ვიდეომასალის საშუალებით საზოგადოებამ იხილა, ბარბაროსობაა.

„ეს არის ბარბაროსობა, რომელიც 21-ე საუკუნეში ხდება. ვნახე, ჩვენს საკნებში ჩვენს თანამოქალაქეებს როგორ ექცეოდნენ, მე ძალიან შემრცხვა და განვიცადე. დარწმუნებული ვარ, ასევე განიცადა მთელმა საქართველომ. სააკაშვილს მე 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდი, უფრო სწორად, საქართველოს ვეხმარებოდი, მაგრამ მას ვაძლევდი რჩევებს და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მიმიცია მისთვის. ახალა მე მას ვაძლევ ბოლო რჩევას და ერთადერთ სწორ გზას ვუჩვენებ - რაც შეიძლება სწრაფად, დღესვე თუ გადადგება ეს იქნება მისთვისვე უკეთესი“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტის თამდებობიდან გადადგომა გარკვეულწილად ღირსებას შეუნარჩუნებს ქვეყანას, რადგან ვიდეომასალამ მსოფლიო მოიარა და მთელი ცივილიზებული საზოგადოება შეძრწუნებულია.

ივანიშვილმა ხონში შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრიორიტეტებიც გააცნო.

ბეჭდვა