ფონდი „ქომაგის“ თავმჯდომარე ყველა პატიმარსა და მათ ოჯახებს თანადგომას უცხადებს
ფონდი „ქომაგის“ თავმჯდომარე ყველა პატიმარსა და მათ ოჯახებს თანადგომას უცხადებს
13:36 21.09.2012
ფონდი „ქომაგის“ თავმჯდომარე ია მეტრეველი ყველა პატიმრისა და მათი ოჯახების მიმართ თანადგომას გამოხატავს.

როგორც ია მეტრეველი აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსოფლიოს თვალში მთელი ქართველი ერი შეურაცხყო.

მისი თქმით, მათ მსოფლიოს 21-ე საუკუნის ფაშიზმი აჩვენეს, ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ სირცხვილია, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა დანაშაულია.

„თუ აქამდე თვალები გქონდათ და ვერ ხედავდით, ყურები გქონდათ და არ გესმოდათ, ახლა ხომ დაინახეთ სინამდვილე. მინდა ჩემი ტკივილი და თანადგომა გამოვხატო ყველა პატიმრის და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც დღეს საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასევე, მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს! დაფიქრდით, იგივე მდგომარეობაში თქვენი შვილებიც შეიძლება აღმოჩნდნენ“ - აცხადებს მეტრეველი.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარება იმ ბოროტების თანამონაწილე იქნება, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ქართველი ერის მიმართ უკვე 9 წელია ახორციელებს.


ბეჭდვა