„ივერიელების“ წევრები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალიამ საქართველო 4 დღის წინ დატოვა
„ივერიელების“ წევრები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალიამ საქართველო 4 დღის წინ დატოვა
11:37 21.09.2012
მოძრაობა „ივერიელების“ წევრები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალიამ საქართველო 4 დღის წინ დატოვა.

როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობის ლიდერმა ლევან კოჭლოშვილმა განუცხადა, დღეს ისინი აქციას ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ახალიას სახლის მიმართულებით გეგმავდნენ, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ახალიამ საქართველო 4 დღის წინ დატოვა.

მოძრაობის წევრები გეგმავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მახლობლად მდებარე პოლიციის შენობასთან გადაინაცვლონ და პოლიციას მოუწოდონ ახალიაზე ძებნა გამოაცხადონ.

„ვაპირებთ პოლიციასთან სირცხვილის კორიდორი მოვაწყოთ და მათ მოვთხოვოთ ბაჩო ახალიას ძებნა დაიწყონ, რადგან ციხეებში სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო პატიმართა მიმართ მსგავსი უკანონობების განხორციელება, რაც რამდენიმე დღის წინ ვიდეოკადრებით ვიხილეთ“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა