შს მინისტრის დანიშვნის შემდეგ მთავრობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს
შს მინისტრის დანიშვნის შემდეგ მთავრობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს
11:28 21.09.2012
საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დაინიშნება, პარლამენტის ნდობის გამოცხადება დასჭირდება.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით განახლდება, რაც ამ ეტაპზე 7 მინისტრს შეადგენს, პარლამენტმა მას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. მთავრობაში შეცვლილია 6 მინისტრი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტურია. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ გახდება აუცილებელი მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია თანამდებობიდან გუშინ გადადგა, მის მოვალეობას შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ასრულებს.

ბეჭდვა