ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებს შორის ამ დროისთვის აზრთა სხვადასხვაობაა, რადგან ორგანიზატორების ნაწილი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ და
ხვალ განახლებისკენ მოუწოდებს, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცია მთელი ღამის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
როგორც ჟურნალისტებს უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, უფლებადამცველები, რომლებმაც წამოიწყეს ფილარმონიასთნ საპროტესტო აქცია, ხვალ 17:00 საათისვის კვლავ შეიკრიბებიან ფილარმონიასთნ და ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებაში მიცემას მოითხოვენ.
როგორც სტუდენტთა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა მარიამ ქობულიამ განაცახადა, დაუშვებელია, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს.
მისივე თქმით, პატრიარქმა ახალგაზრდებს მშვიდობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბაჩო ახალაიას გადადგომის შესახებ დაკმაყოფილებულია. ამიტომ დღეიდან სტუდენტები პერმანენტულ აქციებს წყვეტენ“ - განაცხადა ქობულიამ.
ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე უკვე აღდგა.
